ჩვენი კომპანია 1991 წლიდან აწარმოებს საკორპუსე და საოფისე ავეჯს, კარებებს და ხის სხვა პროდუქციას. ჩვენი წარმატების მიზეზი პროფესიული მიდგომა, საიმედოობა, მოწესრიგებული წარმოება, კონკურენტუნარიანობა და ასევე საქმისადმი პირადი დამოკიდებულება, მსოფლმხედველობა და ფილოსოფია გახლავთ. ჩვენი საამქროები უზრუნველყოფილია თანამედროვე მანქანა-იარაღებითა და მოწყობილობით, რაც განაპირობებს პროდუქციის მაღალ ხარისხს, ეს კი თავის მხრივ, აკმაყოფილებს ყველაზე მომთხოვნი შემკვეთის გემოვნებასა და ადასტურებს საწარმოში მომუშავე ადამიანების პროფესიონალიზმს.
პროდუქციის ხარისხი გადამწყვეტ როლს ასრულებს საწარმოში, ამიტომ დიდი ყურადღება ექცევა შესასყიდი მასალის შერჩევას. ნატურალური ნედლეულისგან დამზადებულ ავეჯს ხომ შეუძლია საოცნებო გარემო შეუქმნას ადამიანს?!  ეს გახლავთ სხვადასხვა ფორმის თანამედროვე დიზაინი, სითბო და ეკოლოგიურობა, სიმტკიცე და მოხმარების ხანგრძლივობა.
    თავისი არსებობის განმავლობაში ჩვენმა კომპანიამ შეძლო ქართული საავეჯო ბაზარზე მოეპოვებინა ისეთი მსხვილი კლიენტების ნდობა, როგორებიც არიან: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს მუზეუმი, სასტუმრო „მარიოტი“, დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.
    ჩვენ წარმატებით ვმონაწილეობდით განათლების სამინისტროს ტენდერებში, უზრუნველვყოფდით საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას ქუთაისსა და ბაგრატის ტაძარში.
    ჩვენი კომპანია მონაწილეობს ქვეყნის ყველა რეგიონში მიმდინარე პროექტებში, კახეთიდან სვანეთამდე. ჩვენ ვმუშაობთ ისეთ ქართველ არქიტექტორებთან ერთად, როგორებიც არიან: პაატა ქურდიანი, ვაჟა ორბელაძე, ქეთი ფირცხალავა და სხვები. აშშ-სა და საფრანგეთის არქიტექტორებთან მუშაობამ საქართველოს მუზეუმის პროექტებში და ასევე ესპანელ სპეციალისტებთან (TBC-SENTEO) თანამშრომლობამ დიდი გამოცდილება შეგვძინა და კოლეგებსა და პოტენციურ კლიენტებში პატივისცემა დავიმსახურეთ, რაც, უდავოდ, ჩვენი პროდუქციის მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევა.

Designed by Azazzzello